პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გაეცნობიან უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს: (ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერი ტექსტები, ისტ –ლიტერატურული თხზულებები.)
პროექტის აქტუალობა: შეისწავლიან, რომ ქართველი ერის ისტორიაში განუზომელი მნიშვნეწლობა ენიჭება უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს, რომელთა საშუალებით ირკვევა ქართველთა ყოფა და შემოქმედებითი ცხოვრება შორეულ წარსულში, რომელთა მეოხებითაც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა მდიდარი და ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქართული ლიტერატურა, ჩვენი ხალხის წარმართული და ადრექრისტიანული კულტურა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები კიდევ უფრო შეიყვარებენ მშობლიურ ენას, გაუჩნდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ და სხვებსაც განუმარტონ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ წერილობით ძეგლებს. ასევე განუვითარდებათ კვლევა–ძიების, სინთეზური აზროვნების, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის მონაწილეები გააკეთებენ ბუკლეტებს, სადაც გამოქვეყნებული იქნება ეპიგრაფიკული წარწერები, ხელნაწერი ტექსტებისა და ლიტერატურული თხზულებების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია. მოვაწყობთ ექსკურსიას ბოლნისში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ლექსიკონი, ენციკლოპედია, კალამი, ფურცელი, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. თემა შევარჩიე მოსწაველეებთან ერთად, მათი ინტერესების გათვალისწინებით. მივუთითე ინფდორმაციის წყარო.
2. საპროექტო ჯგუფი დავყავი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შევქმენი სამი ჯგუფი, თოთოეულ ჯგუფში სამ-სამი მოსწავლე. ავირჩიეთ თითოეული ჯგუფისათვის ლიდერები.
3. ჯგუფებს მივეცი განსხვავებული დავალება, დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი არის ჯგუფის ლიდერი, მასალების მოსაძიებლად მიეცათ დრო ერთი კვირა.
4. ჯგუფები ერთმანეთს აცნობენ თავიანთ ნაშრომებს, აზუსტებენ დეტალებს მასწავლებელთან და ემზადებიან პრეზენტაციის წარსადგენად. დრო– ერთი კვირა.
5. პრეზენტაციის შემდეგ გაკეთდა კომენტარები დამსწრეთა მიერ და პროექტი შეფასდა მოსწავლეების შეფასების რუბრიკის მიხედვით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. IX. 10. მოსწავლე წერილობით გადმოსცემს დეტალურ ინფორმაციას, განსხვავებულ თვალსაზრისს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- წერს მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის, რომელშიც აყალიბებს განსხვავებულ თვალსაზრისებს;
- წერს განმარტებითი ხასიათს ტექსტებს, რომლებშიც იყენებს სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას (საენციკლოპედიო სტადიას, საგაზეთო ინფორმაციას, ინტერნეტს და სხვა).
- აყალიბებს სხვათა თვალსაზრისებს და უკეთებს კომენტარს.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ მამფორია.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarmamforia@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий